საბერძნეთთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 13, 2015 15:20

საბერძნეთთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა…

მნიშვნელოვანი

  • ევროზონის ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელის ექსტრემალურ სამიტზე საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს... ამის შესახებ სამიტის მონაწილეებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს შეტყობინება.

სხვა სტატიები

ევროზონის ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელის ექსტრემალურ სამიტზე საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს… ამის შესახებ სამიტის მონაწილეებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს შეტყობინება.

“შეთანხმება” – წერს ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

ამის შემდეგ ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა განაცხადა იმის შეასხებ, რომ ევროპის სტაბილიზაციის დახმარების ფარგლებში საბერძნეთს დახმარებას გაუწევენ. საბერძნეთმს ქვეყანაში სერიოზული რეფორმაბი უნდა გაატაროს.

“ევროსამიტმა ერთხმად მიიღო შეთანხმება. ყველაფერი მზად არის ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად” – წერს დონალდ ტუსკი საკუთარ ,,ფეისბუქზე,,.

“ბანკროტს გადავრჩით” – განაცხადა ბრიუსელში ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან კლოდ იუნკერმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლადმიღებული შეთანხმების დამტკიცება ახლა საბერძნეთის პარლამენტზეა დამოკიდებული, შემდეგ კი საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების პაკეტი ევროზონის რამდენინე ქვეყნის პარლამენტმაც უნდა მიიღოს, მათ შორის გერმანიის ბუნდესტაგმაც.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 13, 2015 15:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics