სააკაშვილი: წელიწადნახევარია უკრაინაში ვარ და ნამდვილი რეფორმა არ მინახავს (VIDEO)

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 4, 2015 00:35

სააკაშვილი: წელიწადნახევარია უკრაინაში ვარ და ნამდვილი რეფორმა არ მინახავს (VIDEO)

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მე-5-ე არხთან საუბრისას აცხადებს, რომ მას იმ წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც უკრაინაში იმყოფება, დიდი და ნამდვილი რეფორმები არ უნახავს...

სხვა სტატიები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მე-5-ე არხთან საუბრისას აცხადებს, რომ მას იმ წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც უკრაინაში იმყოფება, დიდი და ნამდვილი რეფორმები არ უნახავს…

,,მთლიანობაში,  მთელი ამ დროის მანძილზე გვესმის საუბრები რეფორმებზე, მაგრამ თავად რეფორმა ჩვენ არ გვინახავს. მე აქ მაიდანის მერე წელიწადნახევარია ვიმყოფები და  დიდი და ნამდვილი რეფორმა არ მინახავს. მე ვნახე ბევრი იმიტაცია რეფორმების შესახებ… და ვნახეთ ჯერჯერობით მხოლოდ პოლიციის რეფორმა… და ისიც ვიცით, რომ ეს მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურის მცირე ნაწილის რეფორმაა და დანარჩენი ნაწილი ისევ კორუმპირებულია,, აცხადებს სააკაშვილი.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე, პეტიციების განყოფილებაში დარეგისტრირებულია 4 პეტიცია, ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერმინისტრად დანიშვნის მოთხოვნით.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 4, 2015 00:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics