სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში რეფორმების პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 15, 2015 23:16

სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში რეფორმების პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავს

მნიშვნელოვანი

  • უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ლიდერი აცხადებს, რომ ახლა დროა სახელმწიფოზე იფიქრონ ,,რადგან თუ უკრაინას რეფორმები არ გამოუვა, ჩვენ ყველას მოგვხდება,, აცხადებს სააკაშვილი.

სხვა სტატიები

საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში რეფორმების გატარება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების ხელისუფლებაზე ზეწოლის შედეგად.

,,მე ვფიქრობ, რომ ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების ზეწოლით, რამეთუ ზემოთ მე ვერ ვხედავ პოლიტიკურ ნებას… თვითონ სტრუქტურა უკრაინული ხელისუფლების, არ იძლევა მისი სწრაფად რეალიზების საშუალებას პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაშიც კი,, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რეფორმებისადმი მიძღვნილ ერთერთ კონფერენციაზე.

უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების ფარგლებში  დერეგულაციის გატარება და მენტალური ცვლილებები ბიუროკრატიისა და ჩინოვნიკების მიდგომებში…

უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ლიდერი აცხადებს, რომ ახლა დროა სახელმწიფოზე იფიქრონ ,,რადგან თუ უკრაინას რეფორმები არ გამოუვა, ჩვენ ყველას მოგვხდება,, აცხადებს სააკაშვილი.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 15, 2015 23:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,027
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics