სააკაშვილმა უკრაინის უშიშროება კონტრაბანდის ,,დაკრიშვაში,, დაადანაშაულა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 18, 2015 22:34

სააკაშვილმა უკრაინის უშიშროება კონტრაბანდის ,,დაკრიშვაში,, დაადანაშაულა

უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილმა უკრაინის უშიშროების სამსახურს ( СБУ) მოუწოდა კორუფციას საკუთარ რიგებში ებრძოლოს…

უკრაინული მედიის აზრით, სააკაშვილი გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ უკრაინის უშიშროებამ კორუფციასთან მებრძოლი ჯგუფი მასთან დაუკითხავად გააგზავნა ოდესაში.

,,მე მადმედიიდან გავიგე, რომ კორუფციასთან ბრძოლაში ჩემს დასახმარებლად ,,ეს-ბე-უმ,, სპეცჯგუფი გამოაგზავნა… მხოლოდ ამის შემდეგ დაველაპარაკე უწყების ხელმძღვანელობას… ისე აჯობებდა უკრაინის უშიშროებას ჯერ საკუთარ რიგებში ებრძოლა კორუფციასთან… იმის გათვალისწინებით, რომ კონტრაბანდას ოდესაში სწორედ ამ უწყების წარმომადგენლები ,,კრიშავენ,, და აქ ეს ყველასთვის ცნობილია,, განაცხადა სააკაშვილმა.

,,უკრაინის უშიშროებაში ბევრი წესიერი და საქმის მცოდენე ადამიანია, იმედი გვაქვს რომ ისინი დაიწყებენ საკუთარი უწყების გაწმენდას და პარალელურად სხვა ძალოვან სტრუქტურებსაც გაწმენდენ… ჯერ ჯერობით კი, მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები ისმის ამ სტრუქტურიდან და ცოტაა რელური ნაბიჯები… საჭიროა ახალი ხალხი და ახალი მიდგომები, რომ გაირღვეს ეს მოჯადოებული წრე,, აცხადებს სააკაშვილი.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 18, 2015 22:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,418
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics