სააკაშვილი და მარგველაშვილი დღეს ,,ერთად,, არიან

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 21, 2015 14:51

სააკაშვილი და მარგველაშვილი დღეს ,,ერთად,, არიან

საქართველოს ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ბრატისლავაში ერთ ფორუმზე იმყოფებიან. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას მარგველაშვილთან შეხვედრა არ ჰქონია. თუმცა, სურვილის შემთხვევაში ექსპრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრას არ გამორიცხავს. მიხეილ სააკაშვილი რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე საუბრობს და უკრაინასა და საქართველოს შორის პარალელებს ავლებს. „ოდესაში წყდება უკრაინის ბედი. მაგრამ, თუ შავი ზღვისპირეთში სიტუაცია არიეს, საქართველოს ეს ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნის. საქართველო ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც შიგნიდან ძალიან სუსტდება, ზუსტად ისე, როგორც უკრაინა დაასუსტეს წინა წლებში, იანუკოვიჩის მთავრობის დროს. იმ პირობებში, როდესაც გლობალური პოლიტიკა ძალიან მერყევია და შიგნითაც ძალიან ვსუსტდებით, ყველა მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 21, 2015 14:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics