სააკაშვილის ხელისუფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება და იმ ხელწერას ძალიან გავს ის, რაც იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით მოხდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 24, 2015 22:49

სააკაშვილის ხელისუფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება და იმ ხელწერას ძალიან გავს ის, რაც იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით მოხდა

მნიშვნელოვანი

  • "ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, ვისაც მიუძღვის ბრალი იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში და ვისაც ის საშინელი დანაშაულები აქვს ჩადენილი წლების განმავლობაში.

სხვა სტატიები

სააკაშვილის ხელისუფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება და იმ ხელწერას ძალიან გავს ის, რაც იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით მოხდადევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება და იმ ხელწერას ძალიან გავს ის, რაც იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით მოხდა. ამის შესახებ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.
სოზარ სუბარის თქმით, “სააკაშვილის ხელისუფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება, რომელიც ქუჩაში ხოცავდა საკუთარ მოქალაქეებს ყოველგვარი სასამართლოსა და განაჩენის გარეშე და იმ ხელწერას ძალიან გავს ის, რაც მოხდა იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით”.
სუბარი მიიჩნევს, რომ როგორც თავის დროზე ზურა ვაზაგაშვილის მიმართ განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა 2 მაისს შეაჩერა ქუჩაში მკვლელობების სერია, ისე დარწმუნებულია, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იქნება გარდატეხა ზოგადად მიდგომაში მსგავსი დამნაშავეების მიმართ.
“ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, ვისაც მიუძღვის ბრალი იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში და ვისაც ის საშინელი დანაშაულები აქვს ჩადენილი წლების განმავლობაში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი წარსდგება სასამართლოს წინაშე, პირველი ტერორისტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით”, – აღნიშნა მინისტრმა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 24, 2015 22:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,680
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics