სააკაშვილის მოწინააღმდეგე კოლომაისკი უკრაინაში პარტიას ქმნის

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 3, 2015 14:24

სააკაშვილის მოწინააღმდეგე კოლომაისკი უკრაინაში პარტიას ქმნის

მნიშვნელოვანი

  • ცნობილი უკრაინელი ოლიგარქი და დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი იგორ კოლომაისკი თავის გუნდთან ერთად პოლიტიკურ პარტიას ქმნის, რომლის სახელი ,,უკროპ,,-ი იქნება.

სხვა სტატიები

ცნობილი უკრაინელი ოლიგარქი და დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი იგორ კოლომაისკი თავის გუნდთან ერთად  პოლიტიკურ პარტიას ქმნის, რომლის სახელი ,,უკროპ,,-ი იქნება.  (პარტიის სახელწოდება რუსულიდან ითარგმნება როგორც ,,ქინძი,, თუმცა უკრაინულში მას სხვა შესატყვისი აქვს და ეს სახელწოდებას  მასთან კავშირში არაა რედ. )

პარტია, რომელსაც კოლომაისკი მეგობრებთან ერთად ქმნის, გავრცელებული ინფორმაციით მემარჯვენე ორიენტაციის იქნება და მასში, უკრაინის რადის უფრაქციოდ დარჩენილი რამდენიმე დეპუტატი და კოლომაისკის თანამოაზრე ის ბიზნესმენები შევლენ, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებას თავიანთ აქტივებს უმალავენ.

უკრაინელი ოლიგარქს კოლომაისკს, ბოლო პერიოდში დაეძაბა ურთიერთობა პრეზიდენტ პოროშენკოსთან, რომელმაც ის ერთი თვის წინ დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის პოსტიდან გადააყენა. კოლომაისკიმ, ამის შემდეგ რამდენიმე კრიტიკული განცხადება გააკეთა პოროშენკოს მისამართით… მან, პოროშენკოს მიერ განხორციელებულ ბოლო საკადრო გადაწყვეტილებაზე, რომელიც მისი თანაგუნდელი ოდესის გუბერნატორის სააკაშვილით ჩანაცვლებას ეხებოდა, მწვავე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ,,სააკაშვილი რუსებს ჩააბარებს ოდესას,, აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ მისი ინიციატივით შექმნილი პოლიტიკუერი პარტია, ოპოზიციური ხასიათის იქნება პრეზიდენტის მიმართ და ის ოლიგარქის უკრაინული აქტივების დაცვას შეეცდება…

ამ მომენტისთვის  უცნობია თავად რა როლი ექნება კოლომაისკის თავის პარტიაში… იქნება ის მისი ხელმძღვანელი თუ დარჩება ჩრილოვან დამფინანსებლად და იდეურ ლიდერად ეს მოკლე ხანში გახდება ცნობილი, აცხადებს უკრაინული მედია.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 3, 2015 14:24