“სააკაშვილის მოქალაქეობას კანონი გაარკვევს”

news
ავტ.: news აგვისტო 19, 2015 14:46 განახლებულია

“სააკაშვილის მოქალაქეობას კანონი გაარკვევს”

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი მისი საქმე არ არის.

სხვა სტატიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი მისი საქმე არ არის.

“არ ვიცი სააკაშვილის მოქალაქეობის შესახებ. ეს ჩემი საქმე არ არის. მაგას გაარკვევს კანონი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა დაიწყება მას შემდეგ, რაც ისინი უკრაინისგან ოფიციალურ პასუხს მიიღებენ.

საქართველოს ექსპრეზიდენტი ოდესის გუბერნატორი 31 მაისს გახდა გუბერნატორად დანიშვნამდე, როგორც უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს.

სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ იფნრომაციის გავრცელების შემდეგ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აჩქარდებოდა, რადგანაც ამ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უპირატესობა აქვთ.

გუბერნატორად დანიშვნამდე მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი იყო.

სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული.

news
ავტ.: news აგვისტო 19, 2015 14:46 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics