სააკაშვილის მოადგილედ ვლადიმირ ჟმაკი ინიშნება

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის პირველ მოადგილედ ვლადიმერ ჟმაკი ინიშნება…

გავრცელებული ინფორმაციით, ჟმაკს, რომელიც სააკაშვილთან სამსახურის გამო მსხვილი ნავთობკომპანია   დირექტორობიდან ახლახან გადადგა, თავად მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ კიევის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან იცნობს.

უკრაინული მედია ავრცელებს ვლადიმერ ჟმაკის მცირეოდენ ბიოგრაფიულ მონაცემებს, სადაც ვკითხულობთ, რომ ჟმაკი ავღანეთის ომის ვეტერანია… მას დამთავრებული აქვს ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტი, ევროპული განათლების უნივერსიტეტი (იტალია), მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტი (შვეიცარია)… მუშაობდა კომპანია “Киевстар”-ის პრეზიდენტის თანაშემწედ, “РН-Украина”-ს დირექტორად. ყავს ფრანგი მეუღლე და 4 შვილი.

 

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიიაპონიაში დაასაფლავეს კატა, რომელიც სადგურის უფროსად მუშაობდა
შემდეგი სტატია(18+) მოწმე პოლკოვნიკ თეთრაძის წამებაზე და ანი ნადარეიშვილის კომენტარი