სააკაშვილის ახალი, მეოთხე თანამდებობა უკრაინაში

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 12, 2015 15:13

სააკაშვილის ახალი, მეოთხე თანამდებობა უკრაინაში

უკრაინის ხელისუფლებას ეტყობა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მიკუთვნებულ თანამდებობებზე გაჩერებას არ აპირებას…

კიდევ ერთი ახალი, მეოთხე პოსტი, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ჩააბარებს, გახლავთ ის, რომ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს, უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს, ოდესის ოლქის ხელმძღვანელის გარდა… უკრაინის სახელმწიფო საწარმოთა სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელიც იქნება… ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინისეკონომიკური განვითარებისა და  ვაჭრობის მინისტრის აივარას აბრამავიჩუსის დღევანდელ ბრიფინგზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,ჩვენ დღეს ვქმნით სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სამეთვალყურეო საბჭოს. ეს იქნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელთაც სახელმწიფო მმართველობისა და რეფორმების დიდი გამოცდილება აქვთ. ისინი იცნობენ უკრაინას, მის წინაშე მდგარ გამოწვევებს და მზად არიან იმუშაონ წარმატებული რეფორმებისთვის,, განაცხადა აბრამავიჩუსმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ საბჭოს სემადგენლობაში ძირითადად უცხოელები იქნებიან და სახელმწიფო საწარმოთა დირექტორებადაც უცხოელებს მოიწვევენ. მისივე სიტყვებით დაგეგმილია ამ საწარმოების მომგებიანად გადაქცევა და პრივატიზირება.

თავის მხრივ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი, როგორც ამ საბჭოს ხელმძღვანელის ასევე ოდესის გუბერნატორის პოსტზე, კორუფციასთან ბრძოლა იქნება… ,,ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი არ იპარავს და არ იღებს ქრთამს… მთელი ეს წლები უკრაინა იძარცვებოდა და ეს ძარცვა ჯერ კიდევ გრძელდება,,, განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას უდიდესი პოტენციალი აქვს.

 

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 12, 2015 15:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics