საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს

news
: news იანვარი 10, 2015 12:46

საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს

მნიშვნელოვანი

  • გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ.

სხვა სტატიები

გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ. როგორც “თაიმერი” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ამ დროის მონაცემებით უკვე გახსნილია 7-კილომეტრიანი მონაკვეთი გუდაურიდან ჯვრის უღელტეხილამდე.
რაც შეეხება საავტომობილო გზას ჯვრის უღელტეხილიდან კობამდე, კვლავ ნარჩუნდება ზვავსაშიშროება. აღნიშნულ მონაკვეთზე მობილიზებულია ტექნიკა და მის გაწმენდას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მას შემდეგ დაიწყებს, როცა შესაბამისი სამსახურები ზვავებს ხელოვნურად ჩამოშლიან.
სხდომას ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრები ესწრებიან.
რაც შეეხება რეჟიმებს საქართველოს მასშტაბით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღადგენილია, ავტობუსებისთვის და ტრაილერებისთვის მოძრაობა აკრძალულია. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მლეთა-გუდაური (ფოსტა) მონაკვეთზე და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია. ქვეშეთი-სეთურების მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
ახალციხე-ნინოწმინდის(სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წაკლკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110-კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეზღუდვა, ასევე, მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ73 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობისა და ზვავსაშიროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. კმ30-კმ173 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ1-კმ90 მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო კმ91-კმ173 მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის ყველა ადგილას მობილიზებულები არიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა და სპეციალისტები.

news
: news იანვარი 10, 2015 12:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,680
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics