რუსული მხარე ისევ უარს ამბობს დაკავებული რუსი სამხედრო სომეხ ძალოვანებს გადასცეს. მოლარაკებები უშედეგეოდ გრძელდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 16, 2015 12:52

რუსული მხარე ისევ უარს ამბობს დაკავებული რუსი სამხედრო  სომეხ ძალოვანებს გადასცეს. მოლარაკებები უშედეგეოდ გრძელდება

რუსული მხარე ისევ უარს ამბობს დაკავებული რუსი სამხედრო  სომეხ ძალოვანებს გადასცეს. მოლარაკებები უშედეგეოდ გრძელდება. ვალერი პერმიაკოვმა 6 სულიანი ოჯახის 5-ი წევრი მოკლა, მცირეწოლოვანი ბავშვი კი დაჭრა.

ერთადერთი დათმობა რაზეც რუსული გენერალიტეტი წავიდა, არის ის, რომ მათ ერთ დეპუტატს მისცეს საშუალება შესულიყო 102-ე სამხედრო ბაზაზე და მხოლოდ ენახა მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომ ის ამ დრომდე სომხეთში რჩება.

ექსპერტები უკვე საუბრობენ, რომ მომხდარი ინციდენტი და კრემლის პოზიცია ამ ინციდენტის შემდეგ, უარყოფითად აისახება რუსულ-სომხურ ურთიერთობებზე.

დეპუტატ მართუნ გრიგორიანის ინფორმაციით, ავეტისიანის ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული რუსი სამხედრო ამ დრომდე გიუმრიში იმყოფება. გრიგორიანის თქმით, მან პირადად ნახა ვალერი პერმიაკოვი 102-ე სამხედრო ბაზაზე.
რუსი სამხედრო ვალერი პერმიაკოვი ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის, 2 წლის გოგონა 12 იანვარს მოკლული იპოვეს.
როგორც რუსულმა, ისე სომხურმა მხარემ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პერმიაკოვის საქმეს რუსული მხარე განიხილავს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 16, 2015 12:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics