რუსული მედია – „საქართველო ნატოში გაწევრიანებას არც კი განიხილავს”

news
: news თებერვალი 19, 2015 16:51

რუსული მედია – „საქართველო ნატოში გაწევრიანებას არც კი განიხილავს”

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჯერ არ განიხილება და არც იგეგმება მისი განხილვა უახლოეს მომავალში.”

ამ ციტატით იწყება რუსული გამოცემა Pravda.ru-ს სტატია, რომელიც საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებას ეძღვნება.

აბაშიძის კომენტარზე დაყრდნობით, რუსული გამოცემა წერს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება აღარც კი განიხილება.

ზურაბ აბაშიძის ეს კომენტარი რუსული მედიის ათობით ვებგვერდზე მთავარ თემად იქცა.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზების განთავსება არ იგეგმება,” – ამის შესახებ კი სტატიას რუსული გამოცემა итар-тасс-ი აქვეყნებს და საქართველოს თავდაცვის მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეყრდნობა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება უახლოეს მომავალში დღის წესრიგში არ დგას.

news
: news თებერვალი 19, 2015 16:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics