21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

რუსული მედია: მოსკოვში ბენზინის გაყიდვაზე ლიმიტი დაწესდა

ნავთობპროდუქტების ბაზრის მონაწილეებმა საწვავი გააიაფეს

მოსკოვში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა.

რუსული მედიის ცნობით „გაზპრომ ნეფტის“ ცხელ ხაზზე განაცხადეს, რომ ერთ მომხმარებელზე, მაქსიმუმ, 40 ლიტრი საწვავის გაცემაა შესაძლებელი. მოგვიანებით, თავად კომპანიაში დააზუსტეს, რომ ლიმიტი 60 ლიტრს შეადგენს.

„ტატნეფტის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი ერთ მომხმარებელზე, მაქსიმუმ, 50 ლიტრი ბენზინისა და 60 ლიტრი დიზელის საწვავის გაცემაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, მოსკოვში AI-95 მარკის ბენზინის დეფიციტი შეინიშნება. 18 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, ამ ტიპის საწვავი მოსკოვში „ნეფტმაგისტრალის“ მხოლოდ ერთ ავტოგასამართ სადგურზე იყო ხელმისაწვდომი.

ცნობისთვის, მოსკოვის ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვების დაწესება ივნისიდან დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ერთი პირი დაჭრეს
შემდეგი სტატიატრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს