რუსული ბაზის ჯარისკაცმა სომხური ოჯახი ჩახოცა

news
: news იანვარი 12, 2015 23:48

რუსული ბაზის ჯარისკაცმა სომხური ოჯახი ჩახოცა

12 იანვარს, სომხურ ქალაქ გიუმრიში, სადაც განთავსებულია 102-ე რუსული სამხედრო ბაზა, მიასნიკიანის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დახოცილი ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრი (ბებია, ბაბუა, ორი შვილი, რძალი და 2 წლის შვილიშვილი) აღმოაჩინეს. ოჯახის მეშვიდე წევრი 8 თვის ბიჭი, ცეცხლსასრილი ჭრილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილ, რუსული სამხედრო ბაზის სავალდებულო სამსახურის ჯარისკაც ვალერი პერმიაკოვზე ძებნაა გამოცხადებული. დანაშაულის ადგილზე მუშაობენ სომხეთის პოლიციისა და პროკურატურის გამომძიებლები.

როგორც გამოძიება აცხადებს, დანაშაული AKA-74 ტიპის კალაშნიკოვის ავტომატური იარაღითაა ჩადენილი და შემთხვევის ადგილზე, ბაზიდან თვითდათხოვნაზე წასული პერმიაკოვის კუთვნილი სამხედრო ბათინკებია ნაპოვნი. გამიძიება მკვლელობის მოტივებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. გიუმრიში მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. ძალოვან სტრუქტურებს, როგორც დამნაშავის დაკავება ასევე მოსახლეობის მხრიდან შურისძიების გამოვლინების აღკვეთა აქვს დავალებული. დამოუკიდებელი წყაროები იტყობინებიან, რომ მოსახლეობაში დაძაბულობა იგრძნობა, თუმცა სომხური ოფიციალური წყაროები ამაზე არ საუბრობენ. მომხდარზე გულისტკივილი გამოხატეს რუსულმა სამთავრობო უწყებებმა და სომხეთს მოუწოდეს გამოძიება ჩატარდეს რუსული სამხედრო ბაზასთან კოორდინირებულად. ამ ამბავთან დაკავშირებით, დღესვე სპეციალური თათბირი გამართა და მთავრობის წევრებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა

news
: news იანვარი 12, 2015 23:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,975
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics