რუსი ჩინოვნიკების ქართველ მკვლელს ამ დრომდე ვერ აკავებენ…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 20, 2015 01:23

რუსი ჩინოვნიკების ქართველ მკვლელს ამ დრომდე ვერ აკავებენ…

მნიშვნელოვანი

  • ,,კრასნოგორსკელ მსროლელად,, წოდებულ ქართველ ბიზნესმენს ამირან გიორგაძეს, რომელიც რუსი ჩინოვნიკების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, რუსი სამართალდამცავები ამ დრომდე ვერ აკავებენ...

სხვა სტატიები

krasnogors-giorgadze,,კრასნოგორსკელ მსროლელად,, წოდებულ ქართველ ბიზნესმენს ამირან გიორგაძეს, რომელიც რუსი ჩინოვნიკების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, რუსი სამართალდამცავები ამ დრომდე ვერ აკავებენ…

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა ამირან გიორგაძემ 19 ოქტომბერს საკუთარ კაბინეტში კრასნოგორსკის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იური კარაულოვი და სააქციო საზოგადოება ,,კრასნოგორსკის ელექტრო ქსელის,, უფროსი გიორგი კოტლიარენკო მოკლა… ამის შემდეგ კი ამავე რაიონის ერთერთი სოფლის ტიმოშკინოს მკვიდრი იქნა დაცხრილული… ცოტა ხნის წინ კი თავად გიორგაძის სახლში მისი ბიზნესპარტნიორი, ასევე ქართველი – ტრისტან ზაქაიძე, მოკლული იქნა ნაპოვნი… ოთხივე მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი კი ამირან გიორგაძეა. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დადგენილია ეჭვმიტანილის თანამზრახველის ვინაობაც. გავრცელებული ინფორმაციით, ის  გიორგაძის პირადი დაცვის წევრი, 27 წლის შოთა ელიზბარაშვილია.

რუსული მედია ამ მკვლელობების მოტივაციად ბიზნესინტერესებს ასახელებს… თუმცა ზუსტად რა მოხდა ამის ახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

რუს სამართალდამცავებს კრასნოგორსკის რაიონი, სადაც დანაშაულები მოხდა, მთლიანად ალყაში აქვთ მოქცეული და ყველა შესასვლელ-გამოსასვლელი კონტროლდება.

www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 20, 2015 01:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics