“რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა ხვალ 11:30 საათზე გაგრძელდება

news
ავტ.: news ნოემბერი 2, 2015 18:38

“რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა ხვალ 11:30 საათზე გაგრძელდება

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11:30 საათზე, მოპასუხე მხარის საპაექრო სიტყვით გაგრძელდება.
დღევანდელ პროცესზე არ მოესწრო “რუსთავი 2”-ისა და ტელეკომპანია “საქართველოს” ადვოკატების მიერ საპაექრო სიტყვის დასრულება და მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სხდომა 3 ნოემბრისთვის ჩანიშნა.
ხვალ პროცესი მოპასუხე მხარის ორი ადვოკატის სიტყვით გაგრძელდება. სწორედ შემდეგ პროცესზე უნდა დაასრულოს მოპასუხემ დასკვნითი საპაექრო სიტყვა, რის შემდეგაც მხარეები რეპლიკებით წარდგებიან და ამის შემდეგ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავა.

news
ავტ.: news ნოემბერი 2, 2015 18:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,490
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics