“რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

news
ავტ.: news ოქტომბერი 22, 2015 10:17

“რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში  ტელეკომპანია “რუსთავი2-ის”  პროცესი მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ადვოკატები დღეს კიდევ ერთხელ დააყენებენ მოსამართლის აცილების შუამდგომლობას. ისინი პროცესზე წარადგენენ იმ ახალ გარემოებებს, რომლითაც ისინი თამაზ ურთმელიძის აცილებას ითხოვენ.

ეს იქნება მოსამართლის აცილების მე-4 შუამდგომლობა, რომელსაც მოპასუხე მხარის ადვოკატები დააყენებენ. თუმცა, მათ ურთმელიძის მიერ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების იმედი არ აქვთ.

შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, უნდა დაიკითხოს მოსარჩელე მხარის ერთადერთი მოწმე, ექსპერტი, რომლმაც რუსთავი 2-ის აქციების ღირებულებების შესახებ ჩაატარა ექსპერტიზა.

სავარაუდოდ, ამის შემდეგ, მოსამართლე ურთმელიძე დღესვე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ქიბარ ხალვაშის სარჩელზე.

news
ავტ.: news ოქტომბერი 22, 2015 10:17