რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

news
: news ოქტომბერი 5, 2015 12:16

რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულების, ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძის და კახა გაბუნიას, სასამართლო პროცესი ამ წუთებში ქუთაისში მიმდინარეობს.

დაკავებულების ახლობლები და ნაციონალური მოძრაობის წევრები ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეზოში იმყოფებიან. უმცირესობის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცავი ორგანოები შერჩევითი სამართლის პრინციპითმოქმედებენ.

„ნათელია, რომ რუსთავი 2-ზე შეტევის პარალელურად ასეთი ტიპის ანგარიშსწორება ხორციელდება იმისთვის, რომ ეს ბრძოლა უფრო არ გახდეს ფართო და სახალხო, მაგრამ ეს ასე იქნება. სისხლის სამართლით საქმის აღძვრა ამ კონკრეტულ ფაქტზე წარმოუდგენელია, ჩვენ გვახსოვს მთელი წყება ფაქტების, რომლებიც ჩვენს აქტივისტებზე, დეპუტატებზე თავდასხმას უკავშირდება, სადაც უფრო მძიმე შემთხვევები გვქონდა, იქაც კი ყველაფერი ადმინისტრაციული ჯარიმით, დაახლოებით, ასი ლარით, შემოიფარგლებოდა. უფრო რბილ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე სისხლის სამართლის კანონმდებლობით აღიძრა, პირდაპირი ანგარიშსწორება, შერჩევითი სამართლის კლასიკური მცდელობა, ალბათ, დაშინების მცდელობა გვაქვს სახეზე,“ – განაცხადა გივი თარგამაძემ.

ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია ორი დღის წინ პარლამენტის შენობასთან აიყვანეს, სადაც სამართალდამცველების მტკიცებით, მათსა და დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც დეპუტატს პიჯაკი შემოახიეს. დაკავებულები პროტესტის ნიშნად ამ დრომდე შიმშილობენ.

news
: news ოქტომბერი 5, 2015 12:16

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


9,832
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics