“რუსთავი 2”-ის ადვოკატების სამი შუამდგომლობიდან არც ერთი არ დაკმაყოფილდა

news
ავტ.: news ოქტომბერი 2, 2015 13:40

“რუსთავი 2”-ის ადვოკატების სამი შუამდგომლობიდან არც ერთი არ დაკმაყოფილდა

მნიშვნელოვანი

  • მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის ადვოკატების სამი შუამდგომლობიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა. კერძოდ, ტელეკომპანიის დამცველებმა თავდაპირველად დააყენეს მოსამართლე ურთმელიძის აცილების შუამდგომლობა.

სხვა სტატიები

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ “რუსთავი 2”-ის ადვოკატების სამი შუამდგომლობიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა. კერძოდ, ტელეკომპანიის დამცველებმა თავდაპირველად დააყენეს მოსამართლე ურთმელიძის აცილების შუამდგომლობა. ამის არგუმენტად ის დაასახელეს, რომ ურთმელიძეს უნდობლობას უცხადებენ. ამ შუამდგომლობას შეეწინააღმდეგა ქიბარ ხალვაშის მხარე. მოსამართლემ საკუთარი თავი არ აიცილა და იგი კვლავ გააგრძელებს აღნიშნული საქმის განხილვას.
“რუსთავი 2”-ის ადვოკატებმა პროცესის გადადების შუამდგომლობა მოითხოვეს. ამის არგუმენტად კი დაასახელეს ის გარემოება, რომ პროცესს არ ესწრება ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე მთავარი იურისტი. მოსამართლემ არც აღნიშნული შუამდგომლობა დააყენა.
ტელეკომპანიის ადვოკატებმა ამ დრომდე კიდევ ერთი შუამდგომლობის დაყენება მოასწრეს. კერძოდ, მათ მოითხოვეს აღნიშნული საქმის მოსამართლეთა კოლეგიის მიერ განხილვა, თუმცა თამაზ ურთმელიძემ არც აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 2, 2015 13:40

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics