რუსეთში დეპუტატის თანაშემწე აფხაზმა მამაკაცმა მხეცურად მოკლა…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 13, 2015 01:26

რუსეთში დეპუტატის თანაშემწე აფხაზმა მამაკაცმა მხეცურად მოკლა…

მნიშვნელოვანი

  • რუსული მედიის ინფრომაციით, რუსეთის დუმის დეპუტატის ,,ედინაია როსიადან, რაისა კარმაზინას 36 წლის თანაშემწე ივან რიაზანცევი, საკუთარ ბინაში 33 ჭრილობით მხეცურად მოკლული იპოვეს...

სხვა სტატიები

რუსული მედიის ინფრომაციით, რუსეთის დუმის დეპუტატის ,,ედინაია როსიადან,, რაისა კარმაზინას 36 წლის თანაშემწე ივან რიაზანცევი საკუთარ ბინაში, 33 ჭრილობით მხეცურად მოკლული იპოვეს…

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი, რომელიც 25-27 წლის აფხაზი ეროვნების სოჭში მცხოვრები მამაკაცია, რიაზანცევმა სოციალური ქსელით გაიცნო და სახლში დაპატიჟა… სტუმარსა და მასპინძელს შორის კონფლიქტი ერთ საათში წარმოიშვა, რის შედეგადაც მკვლელმა რიაზანცევს ორი სხვადასხვა დანით 33 ჭრილობა მიაყენა… მიუხედავად მრავალი ჭრილობისა, რიაზინცევმა გარდაცვალებამდე მკვლელის დაჭრა შეძლო და მას ყური დაუზიანა… რაზეც ბინის კონსიერჟის ჩვენებაც მიუთითებს, რომელმაც რიაზინცევის ბინიდან გასული ყურებდასისხლიანებული ადამიანი სადარბაზოში ნახა.

რუსული მედიის ცნობით მკვლელი, რომელიც ჯერჯერობით დაკავებული არაა, არც თუ ისე ფრთხილად იქცეოდა, რამეთუ ის, კამერების თვალთახედის არეში რამდენიმე ადგილზე მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ივან რიაზანცევს 7 თვის ორსული მეუღლე დარჩა.

www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 13, 2015 01:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,266
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics