რუსეთში დაკავებულ ქურდებს ხაჯინბას დაცვის უფროსის პისტოლეტები უპოვეს…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 15, 2015 16:50

რუსეთში დაკავებულ ქურდებს ხაჯინბას დაცვის უფროსის პისტოლეტები უპოვეს…

მნიშვნელოვანი

  • რუსული მედიის ცნობით, გუშინ რუსმა სამართლდამცავებმა სოჭში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის 3 მოქალაქე ქურდობის ფაქტზე დააკავეს, რომელთაც ერთი დღით ადრე კრასნოდარში კერძო ბინიდან ნაძარცვი 5 პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და ძვირფასეულობა თან აღმოაჩნდათ.

სხვა სტატიები

რუსული მედიის ცნობით, გუშინ რუსმა სამართლდამცავებმა სოჭში აფხაზეთის  დე-ფაქტო რესპუბლიკის 3 მოქალაქე ქურდობის ფაქტზე დააკავეს, რომელთაც ერთი დღით ადრე კრასნოდარში კერძო ბინიდან ნაძარცვი  5 პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და ძვირფასეულობა თან აღმოაჩნდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქურდების მიერ რუსული სპეცსამსახურის ყოფილი, პენსიაზე გასული თანამშრომლის ბინიდან მოპარული 5 პისტოლეტიდან 2, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის  დაცვის უფროსი უფროსის საკუთრებაა და დაუდგენელი მიზეზით რუსეთში სხვის ბინაში უკანონოდ ინახებოდა.

რუსული მედიის ცნობით, საქმე იარაღების მფლობელების მიმართაც აღიძრა და მათ რუსეთის ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებული იარაღის უკანონო შენახვა გადატანის გამო,  ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 15, 2015 16:50

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics