რუსეთში ბოთლის ღვინოზე ფასი 15-25 %-ით გაიზრდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 24, 2015 00:19

რუსეთში ბოთლის ღვინოზე ფასი 15-25 %-ით გაიზრდება

რუსეთში ბოთლ ღვინოზე ფასი 15-25 %-ით გაიზრდება“შემოტანილი ბოთლის ღვინო ისედაც ძვირი ღირს და ის არ გაიაფდება. ორშაბათიდან იმპორტიორები ფასს 15-25%-ით გაზრდიან ღვინის პროდუქციაზე” – ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს. მის მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით რუსეთი უცხოური ღვინის მწარმოებლებს საკუთარ ბაზარზე შემოსვლას აუკრძალავს ან შემოტანაზე ფასს საგრძნობლად ასწევს, რადგანაც რუსული ქარხნები, ფაქტობრივად უცხოურ ღვინოებს ასხამენ რუსული ბრენდის ქვეშ.

მეღვინეების კავშირის პრეზიდენტი ლეონიდ პოპოვიჩი აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთში ღვინის წარმოებაზე აისახება. “აკრძალვა ღვინის წარმოებას საგრძნობლად შეამცირებს, დავკარგავთ ასორტიმენტს, გაიზრდება ფასი” – განაცხადა პოპოვიჩმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 24, 2015 00:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics