რუსეთმა, შესაძლოა, ევროსაბჭოს წევრობაზე უარი თქვას.

news
: news იანვარი 22, 2015 14:51

რუსეთმა, შესაძლოა, ევროსაბჭოს წევრობაზე უარი თქვას.

მნიშვნელოვანი

  • ეს განცხადება რუსეთის სათათბიროს სპიკერმა, სერგეი ნარიშკინმა, გააკეთა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ჩათვლის, რომ ამ ორგანიზაციის წევრობა მისთვის საინტერესო არ არის, ის დატოვებს ევროსაბჭოს.

სხვა სტატიები

რუსეთმა, შესაძლოა, ევროსაბჭოს წევრობაზე უარი თქვას.

ეს განცხადება რუსეთის სათათბიროს სპიკერმა, სერგეი ნარიშკინმა, გააკეთა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ჩათვლის, რომ ამ ორგანიზაციის წევრობა მისთვის საინტერესო არ არის, ის დატოვებს ევროსაბჭოს.

“ევროსაბჭოს ნებისმიერ წევრს აქვს უფლება, დატოვოს ეს ორგანიზაცია, თუ ის ჩათვლის, რომ ან შეუძლებელია ან უინტერესოა წევრობა. თუ რუსეთი მივა ასეთ დასკვნამდე, შესაძლოა, ჩვენც დავდგეთ ამ გადაწყვეტილების წინაშე,” – აღნიშნა ნარიშკინმა.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო უმკაცრესი რეზოლუცია მიიღო, რაც რუსული დელეგაციის პროტესტის მიზეზი გახდა. მანამდე კი ამავე ასამბლეამ ყირიმის ოკუპაციის გამო რუსული დელეგაციის წევრებს ხმის უფლება შეუჩერა და ყველა ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა.

news
: news იანვარი 22, 2015 14:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,290
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics