რუსეთმა სირიაში სამხედრო დანაშაულის ჩადენა უკვე მოასწრო…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 8, 2015 00:56

რუსეთმა სირიაში სამხედრო დანაშაულის ჩადენა უკვე მოასწრო…

მნიშვნელოვანი

  • მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რამდენიმე დღის წინ ჩაერთო სირიის კონფლიქტში, ამ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე სამხედრო დანაშაულის ჩადენა მოასწრეს, აცხადებს ამერიკული მედია...

სხვა სტატიები

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რამდენიმე დღის წინ ჩაერთო სირიის კონფლიქტში, ამ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე სამხედრო დანაშაულის ჩადენა მოასწრეს, აცხადებს ამერიკული მედია…

ადამიანის უფლებათა დაცვის ექიმთა ორგანიზაციის (PHR), ნიურკის ცენტრალურ შტაბ-ბინაში გაკეთებული განცხადების მიხედვით, რუსულმა ავიაციამ 2 და 3 ოქტომბერს, სირიაში ჰამა, იდლიბსა და ლატაკიაში სამედიცინო დაწესებულებები დაბომბა, რითაც ომის წარმოების საერთაშორისო ნორმები დაარღვია და სამხედრო დანაშაული ჩაიდინა.

გადამიანის უფლებათა დაცვის ექიმთა ორგანიზაციის მიერ ავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო ავიაციამ ასადის რეჟიმის მსგავსად, მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამიზნედ სამედიცინო დაწესებულებები აირჩია, რაც სამხედრო დანაშაულია. აღსანისნავია, რომ დაბომბილი სამედიცინო ობიექტები, ისლამისტთა სამხედრო დისლოკაციის ადგილიდან სულ მცირე 48 კილომეტრით მოშორებით მდებარეობდა.

PHR-ის დირექტორის უიდნი ბრაუნის განცხადებით, არც ერთი ტერორიზმთან მებრზოლი ქვეყანა სამედიცინო დაწესებულებას არ ბომბავს…  ,,რუსეთმა სამიზნედ საავადმყოფოები აირჩია, რითაც სამოქალაქო მოსახლეობა დააყენა რისკის ქვეშ, რადგან ისინი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობის გარეშე დატოვა,, აცხადებს ბრაუნი.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში რუსეთის მიერ სამედიცინო ობიექტების დაბომბვას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია ჯანდაცვის სფეროს ათეულობით დაჭრილ თანამშრომელზე და დაზიანებულ სამედიცინო მომსახურების შენობებზე.

www.timer.ge

 

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 8, 2015 00:56

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics