რუსეთმა ნორვეგიის უშიშროებას საკუთარი ჯაშუშები ჩაუსვა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 21, 2015 14:49

რუსეთმა ნორვეგიის უშიშროებას საკუთარი ჯაშუშები ჩაუსვა

მნიშვნელოვანი

  • ნორვეგიული NRK-ს ცნობით, კონტდაზვერვის უფროსმა არნე კრისტიან ჰეუგსტეილმა ნორვეგიულ მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ნორვეგიის უშიშროების სამსახურში საკუთარი აგენტების ჩასმას ცდილობდნენ.

სხვა სტატიები

ნორვეგიული NRK-ს ცნობით, კონტდაზვერვის უფროსმა არნე კრისტიან ჰეუგსტეილმა ნორვეგიულ მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ნორვეგიის უშიშროების სამსახურში საკუთარი აგენტების ჩასმას ცდილობდნენ.

,,რუსეთს ჭირდებოდა, რომ გაეგო ჩვენი მეთოდების შესახებ. ამიტომ რუსეთის სპეცსამსახურები შეეცადნენ, რომ ჩაენერგათ საკუთარი აგენტები პოლიციის უშიშროების სამსახურში  (PST-ში), რათა მათ გადაეცათ ინფორმაცია რუსებისთვის… 100%-თ დარწმუნებული არა ვარ… მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მათ ეს ვერ შეძლეს,, განაცხადა ჰეუგსტეილმა.

ანალოგიური განცხადება, ნორვეგიის უშიშროებამ 2008 წელსაც გაავრცელა, როდესაც ხელისუფლებას ნორვეგიაში რუსეთის საელჩოს საფარქვეშ მოქმედ რუსული აგენტურის გააქტიურებაზე აუწყა.

მიმდინარე წლის მარტში, კი შვეციის კონტრდაზვერვამ გამოაცხადა, რომ რუსული სპეცსამსახურების ქმედებები მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ  ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 21, 2015 14:49

Google სტატისტიკა


5,195
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics