რუსეთმა აშშ განიარაღების შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 13, 2015 00:14

რუსეთმა აშშ განიარაღების შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა

რუსეთმა აშშ განიარაღების შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს პრეტენზიების ჩამონათვალი გაუგზავნა. კომენტარები ყოველწლიური მოხსენების ჟურნალში გამოქვეყნებულ მოხსენებას ეხება, სადაც საუბარია შეიარაღების გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების და კონტროლის თემებზე.

მოსკოვი თვლის, რომ აშშ ეძებს მიზეზებს შეთანხმებიდან გავიდეს და ევროპა მცირე და საშუალო სარაკეტო სისტემებით მოამარაგოს.
რუსული მხარეს ეჭვი აქვს, რომ აშშ-მ შეთანხმება დაარღვია.
კვირის მანძილზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მეორედ მიმართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტანებტის ყოველწლიურ დოკუმენტს – «2015 წლის მოხსენება შეთანხმებებისა და ვალდებულებების შესახებ შეიარაღების და განიარაღების კონტროლზე».
მოკოვის თქმით, დოკუმენტი «ღია სუბიექტურობით და ტენდენციურობით» ხასიათდება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 ივნისს გამოქვეყნებულ მოხსენებაში რუსეთთან ერთად ჩინეთი, ირანი, სომხეთი, ბირმა, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, კორეის სახალხო რესპუბლიკა, სირია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა.

რუსეთის საგარეო უწყების თქმით, მოხსენებაში ნათქვამია: «რუსეთს ჰქონდა, აწარმოებდა და ცდიდა ფრთიან რაკეტებს არამიწიერი ბაზირებისთვის 500-დან 5 500 კილომეტრის სიშორეშე, ასევე მათ გამშვებ მოწყობილობებს». მოხსენებაში კონკრეტული ფაქტები არ არის მოყვანილი. მონაცემები დახურული წყაროებიდან არის მიღებული , რომელიც გადამოწმებას არ ექვემდებარება.
რუსეთის თქმით, პროპაგანდისტული კომპანია აშშ-მ წამოიწყო იმიტომ, რომ ყურადღება გადაიტანოს მის მიერ რუმინეთსა და პოლონეთში ხელშეკრულების დარღვევეზე მ– ამბობენ რუსი დიპლომატები.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 13, 2015 00:14

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


10,223
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics