რუსეთი უკრაინასთან ომს გამორიცხავს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 30, 2015 11:56

რუსეთი უკრაინასთან ომს გამორიცხავს

მნიშვნელოვანი

  • რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანატოლი ანტონოვი რუსულ მედიასთან აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინასთან არც ერთ შემთხვევაში არ იომებს...

სხვა სტატიები

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანატოლი ანტონოვი რუსულ მედიასთან აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინასთან არც ერთ შემთხვევაში არ იომებს…
,,ჩვენ არც ერთ შემთხვევაში უკრაინასთან არ ვიომებთ. უკრაინა ჩვენი მტერი არ არის. მე ამის დაშვება თეორიულადაც არ შემიძლია. ვიმედოვნებ, რომ კიევსაც ეყოფა ჭკუა, რომ ჩვენი პროვოცირება არ მოახდინოს,, განაცხადა ანტონოვმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ იმედი აქვს საფრანგეთი და გერმანია გამოიყენებენ საკუთარ გავლენას, რათა კიევმა საომარი მოქმედებები არ განაახლოს უკრაინის აღმოსავლეთში.
,,ჩვენ არ ვართ დაინტერესებული არც ახალი ატომური სახელმწიფოების ჩამოყალიბებით და არც იმითი, რომ ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებთან ვინმემ განალაგოს ბირთვული იარაღი… ახალი გამოწვევები და საფრთხეები ჩვენ რასაკვირველია არ გვჭირდება,, აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანტონოვი, რომელსაც მიაჩნია, რომ აშშ-ს და დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის სურვილი, იარაღი მიაწოდონ უკრაინას, არის შეცდომა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 30, 2015 11:56