რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციაზე ალაპარაკდა…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 24, 2015 03:34

რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციაზე ალაპარაკდა…

მნიშვნელოვანი

  • რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ტერორისტების დამარცხება სირიაში წარმატებული სახმელეთო ოპერაციის გარეშე შეუძლებელია...

სხვა სტატიები

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ტერორისტების დამარცხება სირიაში წარმატებული სახმელეთო ოპერაციის გარეშე შეუძლებელია…

,,ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ სირიის ლეგიტიმური არმიის პოზიციები, რადგან სხვა გზა არ არსებობს. მე ვფიქრობ… მოდით ეს ნუ დაგვავიწყდება…  და ამაზე ბევრი სამხედრო ექსპერტიც დაგვემოწმება, რომ ჩვენ შეიძლება თვეების და წლების განმავლობაში ვბომბოთ ტერორისტთა პოზიციები, ჩვენ შეიძლება რამდენიც გინდა უპილოტო თვითმფრინავი გვყავდეს სირიის გარშემო და დიდხან გავაგრძელოთ ჩვენი საჰაერო ოპერაციები, მაგრამ ეს, სახმელეთო ოპერაციის გარეშე არსებით რეზულტატს ვერ მოგვიტანს. ხოლო ერთადერთი ქვეყანა,  ვინც სახმელეთო შეტევითი ოპერაცია უნდა განახორციელოს, ეს არის სირია,, აცხადებს პესკოვი.

ამასთანავე, პესკოვის განცხადებით, სირიის და მისი ლიდერის მომავალი არა ვაშინგტონმა, ლონდონმა, პარიზმა თუ მოსკოვმა, არამედ სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს… თუმცა ასადისა და სხვა პოლიტიკურ ძალებს შორის პოლიტიკური დარეგულირების საკითხებზე საუბარი, პესკოვის აზრით, მხოლოდ სირიის ტერორისტებისაგან სრულად განთავისუფლების შემდეგ უნდა მოხდეს.

www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 24, 2015 03:34