21.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 4, 2026
banner

რუსეთი: მოსკოვზე 600-ზე მეტი დრონით შეტევა განხორციელდა

Screenshot

რუსული მხარის განცხადებით, მოსკოვზე 600-ზე მეტი დრონით შეტევა განხორციელდა.

„გუშინდელი საღამოდან დღეს დილის 5:00 საათამდე მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 620 უპილოტო საფრენი აპარატი მოფრინავდა, რომელთაგან 180 მოსკოვის რეგიონში გაანადგურეს“, – აღნიშნა სობიანინმა.

მისი თქმით, ნანგრევების ჩამოვარდნის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მოსკოვში რვა ავიარეისის დაშვება ვერ მოხერხდა.

ამასთან, „როსავიაციამ“ მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოს, ჟუკოვსკის და შერემეტიევოს აეროპორტებში შეზღუდვები გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ FBI-ის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერისთვის ძებნილი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: მრავალი ომის და ისტორიული ქარტეხილის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს ქართული, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო