რუსეთი თბილისის ლაბორატორიას საფრთხედ მიიჩნევს

რუსეთის საგარეო უწყება გამოხატავს საკუთარ შეშფოთებას აშშ-ს მიერ ჩატარებული საეჭვო მედიკო-ბიოლოგიურ ცდების გამო, რომელიც რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ხდება, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რუსული მედიით გავრცელებულ განცხადებაში.

,,პირველ რიგში შეშფოთებას იწვევს ლაბორატორიული ცენტრი თბილისის შემოგარენში, სადაც საგარეო უწყების აზრით ბიოლოგიური იარაღის გამოცდა ტარდება,, აცხადებენ რუსულ უწყებაში.

ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვი ქართული კვლევითი ცენტრის მუშაობას რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყება გასაიდუმლოებულს და ფარულს უწოდებს…

,,ამერიკისა და საქართველოს ხელისუფლებები, არ იშურებენ ძალისხმევას რათა დაფარონ ჭეშმარიტი შინაარსი და მიმართულებები ამ ამერიკული სამხედრო ქვეგანაყოფის მოღვაწეობის, რომელიც განსაკუთრებულად საშიში ვირუსების შესწავლით არის დაკავებული. პენტაგონი ცდილობს ასეთივე კამუფლირებული მედიკო-ბიოლოგიური ობიექტები ჩასვას ,,ეს-ენ-გეს,, სივრცის სხვა ქვეყნებშიც,, აცხადებს რუსული ,,მიდი,,

ვირუსის ბლოკატორები