“რუსეთი ეს არის რაღაც გახრწნილი წარმონაქმნი, სრული სასიკვდილეთი”

news
ავტ.: news ივლისი 18, 2015 19:24

“რუსეთი ეს არის რაღაც გახრწნილი წარმონაქმნი, სრული სასიკვდილეთი”

მნიშვნელოვანი

  • სლოგან STOP RUSSIA-ს ავტორი მწერალი დავით დეფი დღეს კანცელარიასთან ამავე სლოგანით გამართულ აქციას ესწრება. დავით დეფის განცხადებით, მას არ ეგონა თუ 7 წლის წინანდელი სლოგანი ისევ აქტუალური იქნებოდა და ეს პრობლემა ამ წლების განმავლობაში არ დამთავრდებოდა:

სხვა სტატიები

აქცია ,,stop russia”სლოგან STOP RUSSIA-ს ავტორი მწერალი დავით დეფი დღეს კანცელარიასთან ამავე სლოგანით გამართულ აქციას ესწრება. დავით დეფის განცხადებით, მას არ ეგონა თუ 7 წლის წინანდელი სლოგანი ისევ აქტუალური იქნებოდა და ეს პრობლემა ამ წლების განმავლობაში არ დამთავრდებოდა:
„2008 წლის 10 აგვისტოს მოვიფიქრე ეს სლოგანი STOP RUSSIA და იმ წამიდანვე მოედო მთელ პლანეტას, რას ვიფიქრებდი, რომ დღემდე აქტუალური იქნებოდა და ეს პრობლემა არ დამთავრდებოდა. არა უშავს , ეს პრობლემა დამთავრდება, რადგან რუსეთი ეს არის რაღაც გახრწნილი წარმონაქმნი, უკვე იმპერიაც აღარაა, ის არის სრული სასიკვდილეთი. ის აღარ იარსებებს, როგორც იმპერია და ვერც საქართველოში ამოქმედებული მე-5 კოლონა, ვერც დღევანდელი სამარცხვინო მტერთან შეკრული ხელისუფლება და ვერც ივანიშვილი პირადად ამ ომში ვერ გაიმარჯვებს“- განაცხადა დავით დეფიმ.

news
ავტ.: news ივლისი 18, 2015 19:24