რუსეთი ანტიდასავლურ პროპაგანდას უარყოფს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 8, 2015 01:23

რუსეთი ანტიდასავლურ პროპაგანდას უარყოფს

რუსეთი ანტიდასავლურ პროპაგანდას უარყოფსევროკავშირის ფარგლებში რუსული პროპაგანდის მატარებელი ჯგუფების შექმნა, რომლებიც ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებენ, ნამდვილი ტყუილია – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ შვედურ გამოცემასთან ისაუბრა. “მართალი გითხრათ, ვერ ვხვდები, რატომ გვაბრალებენ ანტირუსულ პროპაგანდას და რატომ ხვევენ ამაში Russia Todаy-ს, რომელიც ინგლისურ ენაზეა. მაგალითად, ნატოსაც აქვს საკუთარი ტაქტიკა შეტყობინებების გასავრცელებლად. ყველა დიდ გაერთიანებას აქვს საინფორმაციო საშუალება ინგლისურ ენაზე” – განაცხადა ზახაროვმა. ”

მან ასევე სრული აბსურდი უწოდა ევროკავშირის ინიციატივას ექსპერტების ჯგუფის შექმნაზე, რომელიც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სტრატეგიას შეიმუშავებს. მისი თქმით, “დასავლეთი ცდილობს რუსები წარმოაჩინოს არაცივილურ ხამებად, რომლებიც სვამენ არაყს და დათვის ბეწვის ქუდებს ატარებენ. და როცა ჩვენ ვცდილობთ მედლის მეორე მხარე ვაჩვენოთ, მაშინათვე ამბობენ იმას, რომ ჩვენ პროპაგანდისტულ მანქანებს ვქმნით” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 8, 2015 01:23

Google სტატისტიკა


5,832
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics