რუსეთის სასკოლო პროგრამაში ყირიმის და რუსეთის გაერთიანების დღე შევა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 4, 2015 16:17

რუსეთის სასკოლო პროგრამაში ყირიმის და რუსეთის გაერთიანების დღე შევა

რუსეთის სასკოლო პროგრამაში ყირიმის და რუსეთის გაერთიანების დღე შევარუსეთის მთავრობას სასკოლო პატრიოტული აღზრდის პროგრამაში “ყირიმის და რუსეთის გაერთიანების დღე” შეყავს – განაცხადა დღეს რუსეთის გაანთლების მინისტრმა დმირტი ლივანოვმა.

მისი განცხადებით, პროგრამა მომავალი წლისთვის დაიბეჭდება.
“საქმე იმაშია, რომ ჩვენ ასეთი ოთხი სახელმწიფო დღესასწაული გვაქვს: რუსეთის დღე – 12 ივნისი, სახალხო ერთობის დღე, გამარჯვების დღე და ყირიმის და რუსეთის გაერთიანების დღე” – თქვა მან.

ყირიმი რუსეთის შემადგენოლობაში 2014 წლის მარტში ე.წ. რეფერენდუმის შედეგად შევიდა, რომლის დროსაც მოსახლეობის 90%-მა უკრაინის და რუსეთის გაერთიანებას დაუჭირა მხარი. პრებისციტის ლეგიტიმურობა უკრაინას არ აღუიარებია, ისევე, როგორც საერთაშორიო თანამეგობრობას.
ყირიმის რუსეთის მიერ ანექსია მსოფლიოს ქვეყნებმა აღიარეს. უკრაინა მას საკუთარ ტერიტორიად თვლის, რომელის ოკუპაციაც რუსეთმა მოახდინა.
მიუხედავად იმისა, რომ ლივანოვმა “ყირიმის და რუსეთის გაერთიანების დღე” დაასახელა, ოფიციალურად მსგავსი დღესასწაული რუსეთში არ აღინიშნება. ყირიმის ნახევარკუნძულზე კი 18 მარტი ყირიმის და სევასტოპოლის რუსეთის ფედერაციის შემადგენელ ნაწილად გახდომის და უქმე დღეა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 4, 2015 16:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics