რუსეთის საგარეო უწყება უკრაინას კონფლიქტის ზონიდან ტანკებისა და არტილერიის გაყვანისკენ მოუწოდებს

news
ავტ.: news იანვარი 19, 2015 15:34

რუსეთის საგარეო უწყება უკრაინას კონფლიქტის ზონიდან ტანკებისა და არტილერიის გაყვანისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ზონიდან ტანკებისა და არტილერიის გაყვანა დაიწყოს რუსეთის პრეზიდენტის გეგმის შესაბამისად. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
“დაჟინებით მოვუწოდებთ მხარეებს, ისარგებლონ კონფლიქტის ზონიდან შეიარაღების გატანის რეალური შესაძლებლობით და ამით თავიდან აირიდონ მშვიდობიანი მოსახლეობის მომავალი მსხვერპლი”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას წერილობით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, ეუთო-სთან ერთად, უზრუნველყოს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა.

news
ავტ.: news იანვარი 19, 2015 15:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics