რუსეთის მხარდამჭერი აქცია თბილისში- თავისუფალი ზონის წევრებს ფიზიკურად გასუწორდნენ

news
ავტ.: news სექტემბერი 24, 2015 13:52

რუსეთის მხარდამჭერი აქცია თბილისში- თავისუფალი ზონის წევრებს ფიზიკურად გასუწორდნენ

თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა.

აქციის მონაწილეებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს თავისუფალი ზონის წარმომადგენელს რომელიც აქციაზე მივიდა და სცენაზე ასვლა სცადა. აქციის მონაწილეებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.

თავისუფალი ზონის წარმომადგენელი სამართალდამცავებმა დააკავეს და პრორუსული აქციის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს.

რუსეთის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ ჩავიდეს რუსეთში და გამართოს შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ საქართველომ სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს და რუსეთთან ურთიერთობები დაალაგოს. აქციაზე მყოფი მოქალაქეები რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ერეკლე მეორეს საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები არიან. აქციაზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული სხვა პრორუსული ორგანიზაციების წევრები.

აქციაზე იმყოფება ავთანდილ მარგიანიც, რომელიც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

3807_b

news
ავტ.: news სექტემბერი 24, 2015 13:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics