რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოხსენება გუშინდელი ავიარადტყმების შესახებ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 2, 2015 16:31

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოხსენება გუშინდელი ავიარადტყმების შესახებ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოხსენება გუშინდელი ავიარადტყმების შესახებრუსეთის თავდაცვის სამინისტრო გუშინ საკუთარი ძალების მიერ სირიაში განხორციელებული ოპერაციის შესახებ მოხსენებას აქვეყნებს. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა 24 საათის განმავლობაში 12 ობიექტზე 18 გაფრენა განახორციელა ექსტრემისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ.
“ღამით ბაზიდან 10 გაფრენა განხორციელდა. შესრულებულია წერტილოვანი დარტყმები ტერორისტების ობიექტებზე” – ნათქვამია დოკუმენტში, სადაც აღნიშნულია, რომ ავიაჯგუფში შედიან Су-34, Су-24М და Су-25-ის ტიპის თვითმფრინავები.

მოხსენების თანახმად, დარ-თააზის რაიონში და აპპელოს პროვინციაში ისლამისტები განადგურებულია.
გარდა ამისა, განადგურებულია სუ-25-ით მაარეტ-ენ-ნუუმანის პროვინციაში ისლამისტების სავალე ბანაკი, სუ-24-ის განაპირა გამანადგურებლემბა კი ქალაქის შესასვლელში გაანაგდურეს ისლამისტები – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

ასევე, საუბარია იმაზე, რომ სუ-34-ის გამანადგურებელ-ბომბდამშენებმა მადან-ჯადიდის და კასერტ-ფარაჯის რაიონებში დაბომბეს ისლამური სახელმწიფოს ბანაკები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებასთან ერთად ვიდეოჩანაწერს ავრცელებს, სადაც დარტყმებია გადაღებული.

რუსეთის არმიამ ისლამური სახელმიფოს ობიექტებზე ავიადარტყმების განხორციელება 30 სექტემბერს დაიწყო.

თავდაცვის უწყება უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისინი მშვიდობიან მოსახლეობას უტევენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 2, 2015 16:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics