“რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, თანამშრომლობის პასუხი არ მოჰყვა”

news
: news იანვარი 10, 2015 12:32

“რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, თანამშრომლობის პასუხი არ მოჰყვა”

ჩვენ გადავდგით მთელი რიგი კონსტრუქციული ნაბიჯები, რომლებიც რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ არის მიმართული, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს ძალისხმევას თანამშრომლობის სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი არ მოჰყვა, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლატვიაში, საერთაშორისო კონფერენციაზე – “ევროპის განვითარების წელი – 2015” გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მთავარ გამოწვევაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი საზრუნავი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მისგან მომდინარე პრობლემებია, რომლებიც დაკავშირებულია იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებთან.

“საქართველოს სურს, ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ყველა მეზობელთან, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე, რისთვისაც ჩვენ ამდენი ვიბრძოლეთ. ჩვენ გადავდგით მთელი რიგი კონსტრუქციული ნაბიჯებისა, რომლებიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ძალისხმევას არ მოჰყვა თანამშრომლობის სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი. ჩვენ განუხრელად მივყვებით შერიგებისა და მშვიდობიანი მეთოდებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენის გზას და მომავალშიც არ დავიშურებთ ძალ-ღონეს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ, მათ შორის ხელოვნური ბარიერის მიღმა მცხოვრებმა ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა, მიიღონ მონაწილეობა ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში – სიღარიბის აღმოფხვრასა და სტაბილურ განვითარებაში. ამისათვის ჩვენ შევქმნით ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც თანასწორად ეკუთვნის ყველა საქართველოს მოქალაქეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

news
: news იანვარი 10, 2015 12:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,393
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics