რუსები ლატვიაში ნატოს წვრთნების ჩაშლას ცდილობდნენ

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 13, 2015 15:42

რუსები ლატვიაში ნატოს წვრთნების ჩაშლას ცდილობდნენ

მნიშვნელოვანი

  • გუშინ 12 ივნისს, ნატოს მიერ გამართულ ,,Saber Strike 2015,, სახელწოდების ფართომასშტაბიანი წვრთნების პოლიგონზე დაკავებულ ,,გიორგიევსკის,, ლენტებიან რამდენიმე რუსეთის მოქალაქეს, ლატვიურმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდ

სხვა სტატიები

rus-latvგუშინ 12 ივნისს, ნატოს მიერ გამართულ ,,Saber Strike 2015,, სახელწოდების ფართომასშტაბიანი წვრთნების პოლიგონზე შეპარულ რამდენიმე რუსეთის მოქალაქეს, რომლებსაც დაკავების მომენტში გიორგიევსკის ლენტები ეკეთათ, ლატვიურმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა და მათ ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლებენ… ამის შესახებ ლატვიის პრესა წერს.

ლატვიური მედიის ცნობით, ადაჟის ბაზაზე დაკავებულ რუსებიდან ორს, ანდრეი პოპკოს და ალექსანდრ კურკინს ბრალად ედებათ დანაშაულებრივი ჯგუფის  შექმნა, შპიონაჟი და ტერაქტის მოწყობის მცდელობა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

გავრცელებული ინფორმაციით დაკავებული რუსი მოქალაქეები, რუსეთში დაურეგისტრირებლად მოქმედი პოლიტიკური პარტია ,,დრუგაია რასიას,, (სხვა რუსეთი) აქტივისტები არიან.

შეგახსენებთ რომ ბალტიისპირეთის სამ რესპუბლიკაში 8 დან 19 მაისამდე იმართება ნატოს ფართომასშტაბიანი წვრთნები.

 

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 13, 2015 15:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics