„როცა ვამბობდი, რომ სამიტზე არ იქნებოდა ვიზალიბერალიზაცია, ლამის ანათემას გადამცეს“

news
ავტ.: news მაისი 23, 2015 12:10

„როცა ვამბობდი, რომ სამიტზე არ იქნებოდა ვიზალიბერალიზაცია, ლამის ანათემას გადამცეს“

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველომ უკან დაიხია იმ მიმართულებითაც, რასაც დასავლეთთან ურთიერთობა ჰქვია და ეს გამოჩნდა როგორც ნატო-ს სამიტზე, ისე რიგაში.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ევროპა თავის ტკივილს არ გაიჩენს და ვიზალიბერალიზაციას არ მისცემს იმ ქვეყნებს, საიდანაც შეიძლება, ადამიანების დიდმა ნაკადმა სწორედ ევოპისაკენ აიღოს გეზი.

„მე არაფერს არ ველოდი რიგის სამიტიდან და ვფიქრობ, ერთადერთი გამონაკლისი ვიყავი პოლოიტიკურ სპექტრში, რომელიც თვეების განმავლობაში ვამბობდი, რომ სამწუხაროდ, შედეგი იქნებოდა ის, რაც დადგა. მე ამას ვამბობდი ნატო-ს სამიტთან დაკავშირებითაც, ვამბობდი, რომ რიგის სამიტზე არ იქნება არც ვიზალიბერალიზაცია და არც რაიმე წინსვლა ევროკავშირთან გაერთიანებასთან დაკავშირებით, ამის გამო ლამის ანათემას გადამცეს და ყველაფერი, რა თქმა უნდა, ე.წ. ჩემს პრორუსულ პოლიტიკას მიაწერეს იმიტომ, რომ არავის არ უნდა მოისმინოს არასასიამოვნო, მაგრამ რეალური ანალიზი. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში არამარტო იმას ვერ მივაღწიეთ, რომ რუსეთთან გაგვეუმჯობესებინა ურთიერთობა, არამედ საგარეო პოლიტიკური რეალობა გავაუარესეთ. რეალურად, ჩვენ უკან დავიხიეთ იმ მიმართულებითაც, რასაც დასავლეთთან ურთიერთობა ჰქვია და ეს გამოჩნა როგორც ნატო-ს სამიტზე, ისე რიგაში“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მიზეზი რის გამოც უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხი კიდევ გადაიწევს, არის ის რეალური პოლიტიკა, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონთან მიმართებაში არსებობს.

„სრულიად ნათელია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენთან მართლაც რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა და პლუს უკრაინაში არის ის ვითარება, რა ვითარებაც არის, ევროპა ზედმეტ თავის ტკივილს არ გაიჩენს და ვიზალიბერალიზაციას არ მისცემს იმ ქვეყნებს, საიდანაც დიდი ალბათობით, შეიძლება ძალიან დიდმა ნაკადმა ადამიანებისამ სწორედ ევოპისაკენ აიღოს გეზი. მე ვხედავ, რომ ეხლა ტექნიკურ დეტალებზე საუბრობენ და უნდათ, რომ ეს თემა გადაიტანონ თითქოს მთავარი რაღაცა ტექნიკური დავალებების შეუსრულებლობაა. ასეთ დონეზე ტექნიკური დეტალები არაფერ შუაში არ არის. პოლიტიკური გადაწვეტილებაა მთავარი და მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ განსაკუთრებით არაფრით ჩვენზე წინ არც ალბანეთი იყო თავის დროზე, როდესაც ნატო-ში გააწევრიანეს, არც მოლდოვა არ არის განსაკუთრებული, თუმცა სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ილუზიებით არ უნდა ვიცხოვროთ, არამედ რეალური პოლიტიკიდან უნდა გამოვიდეთ. მათ შორის დასავლეთთანაც და რუსეთთანაც მიმართებაში, ამის თქმის საფუძველს მაძლევს სწორედ ის ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება, რომელიც მე მაქვს“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

news
ავტ.: news მაისი 23, 2015 12:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics