რომის პაპი მაფიას უპირისპირდება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 22, 2015 12:46

რომის პაპი მაფიას უპირისპირდება

მნიშვნელოვანი

  • რომის პაპმა თავის ქადაგებაში ამხილა მაფიოზები ემიგრანტთა დისკრიმინაციაში და ამ ხალხის დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩათრევაში... მოსახლეობას კი მოუწოდა, რომ კრიმინალური ორგანიზაციის მოწინააღმდეგეები გახდნენ.

სხვა სტატიები

რომის პაპი ფრანცისკო პირველი, შაბათს 21 მარტს, ნეაპოლის ოლქის ქალაქ სკამპიას ეწვია, რომელიც დანაშაულებრივი დაჯგუფება ,,კამორას,, სამშობლოდ ითვლება და იტალიის ყველაზე კრიმინალურ ქალაქია.

რომის პაპმა სკამპიას მოსახლეობის წინაშე მაფიის წინააღმდეგ იქადაგა. პაპმა მოუწოდა მოსახლეობას ,რომ არ დანებდნენ ბოროტებას… ხოლო მაფიოზებს მოუწოდა შეწყვიტონ დანაშაულების ჩადენა და დაუბრუნდნენ წესიერ ცხოვრებას.

რომის პაპმა თავის ქადაგებაში ამხილა მაფიოზები ემიგრანტთა დისკრიმინაციაში და ამ ხალხის დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩათრევაის გამო მოსახლეობას  მოუწოდა, რომ კრიმინალური ორგანიზაციის მოწინააღმდეგეები გახდნენ.

,,მუდამ იყავით მოწინააღმდეგეები იმ ორგანიზაციისა, რომელიც ექსპლოატაციას უწევს ახალგაზრდა ხალხს, ღარიბებს და სოციალურად სუსტებს, ცინიკურად იყენებს მათ ნარკო ვაჭრობისა და სხვა დანაშაულებებისათვის,, განაცხადა პონტიფიკოსმა ქადაგების დროს.

აღსანიშნავია, რომ ფრანცისკო პირველმა მსგავსი მოწოდებები შარშან იტალიის სამხრეთულ რეგიონ კალაბრიაშიც გააკეთა.

 

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 22, 2015 12:46