რომან გოცირიძე: ამით ხელისუფლებას უნდა, რომ რუსული სპეცსამსახურების უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული მასალებით ქართველი ხალხი დააბოლოს?

news
ავტ.: news ოქტომბერი 24, 2015 14:48

რომან გოცირიძე: ამით ხელისუფლებას უნდა, რომ რუსული სპეცსამსახურების უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული მასალებით ქართველი ხალხი დააბოლოს?

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე უკრაინულ “ვიკილიქსში” გავრცელებულ მასალაზე საქართველოში  დაწყებულ გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ მგონი ვოლტერს აქვს ნათქვამი: ის რაც სასაცილოა, საშიში არ არისო. წაიკითხავ ამ განცხადებას და გული უნდა გაგისკდეს. თურმე რაღაც უბედურება ხდება ქვეყნის თავს. არა და პირველი რეაქცია არის სიცილი. ერთი ორი უკრაინული ”დიალოგი” წავიკითხე ამ რამდენიმე თვის წინათ და მერე შევწყვიტე კითხვა. შეთხზულია ყველაზე უტვინო ადამიანების მიერ. ერთია, არ იციან თემატიკა, თუ რაზე უნდა ესაუბრათ დიალოგში მონაწილე პირებს და მეორე-ლექსიკა. აბსოლუტურად ყალბი. ისიც კი არ იციან, რა სახელებით მიმართავენ ერთმანეთს, შენობით თუ თქვენობით, ჟარგონით თუ ლიტერატურული ენით. სკოლის მოსწავლეც კი უკეთეს მოდელირებას შეძლებდა. გუშინ გავრცელებულიც ამ კატეგოტიას მიეკუთვნება. ყალბი ენა, ზედმეტად დალაგებული საუბარი, არაბუნებრივი პასაჟები. ვინმე ენის სპეციალისტი არა ჰყავს ქართულ სპეცსამსახურებს? ან ფსიქოლოგი? ან ცნობიერების ნაკადზე რაიმე სმენიათ? არაა დიალოგი ყოველთვის სატელევიზიო გამოსვლასავით მწყობრი. წყვეტილია. აზრები ხტის ერთიდან მეორეზე. ან ისეთი რა გაუჭირდათ, აეროპორტის რიგში არ დაგეგმონ გადატრიალება, როცა თურმე ორი დღე ერთად ყოფილან ევროპის სახალხო პარტიის კონფერენციაზე? თუ ამით ხელისუფლებას უნდა, რომ რუსული სპეცსამსახურების უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული მასალებით ქართველი ხალხი დააბოლოს? თანაც ქვეყნის პრეზიდენტიც შეთქმულების მონაწილედ გამოიყვანოს და ამით თავიან შიდაპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს? თუ ეს ასეა, მაშინ ძალიან სახიფათო თამაში წამოუწყიათ. არ გამოუვათ. არ ჰყოფნით ამისთვის არც ინტელექტუალური და არც ელექტორალური რესურსი. ყველაფერი დამთავრდება ცუდად. პირველ რიგში მათთვის, ვინც ეს წამოიწყო და შესაძლოა ქვეყნისთვისაც. ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი-ვერც საკუთარ შეცდომებზე. ”

news
ავტ.: news ოქტომბერი 24, 2015 14:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,251
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics