როგორ თარგმნა კიზირიამ ბურჯანაძე…?

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 13, 2015 16:20

როგორ თარგმნა კიზირიამ ბურჯანაძე…?

აშშ-ი მცხოვრები ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია, ქართულ ტელეარხზე ნინო ბურჯანაძის ინტერვიუს ეხმაურება და მისი სიტყვების საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს…
,,გუშინ საღამოს მოვისმინე ბურჯანაძის ინტერვიუს ნაწყვეტი ინგა გრიგოლიას პროგრამაში. ერთ რამეს ვერ წაართმვე – ძალიან ოსტატურად ახერხებს ტყუილის და მართალის ერთად შეზავებას და დამაჯერებლად ლაპარაკს. ნუ, დამაჯერებლად რასაკვირველია იმათთვის, ვინ მას არ იცნობს და ვისაც არ მოუსმენია ან არ სჯერა მისი ანზორიკოსთან საუბარი ეფესბეს ჯარების შემოყვანასა და იმაზე, რომ 500 კაციც რომ დაიღუპოს, ეგ არაფერია. მე მინდა შემოგთავაზოდ ჩემი თარგმანი მისი რამდენიმე ფუნდამენტალური ფრაზისა იმ ნაწილიდან, რაც მოვისმინე. ვინაიდან ანზოროვნას ძალიან ლაპიდარული სტილი აქვს, ზოგან ცოტა გავრცობა მომიხდა.
1. „მე ვარ ქართველი ხალხის საყრდენი“
თარგმანი
„მოვალ თუ არა ხელისუფლებაში, იმავე წუთას საქართველო რუსეთის კოლონია გახდება და დაანებებთ თავს თქვენ სულელურ ლაპარაკს ევროპასა და ნატოზე.“
2. „ჩატარდა გლობალური უსაფრთხოების კონფერენცია და მე მიმიწვიეს ამ კონფერენციაზე.“
თარგმანი
„მე არავითარი ფორმალური სტატუსი არა მაქვს და ამ კონფერენციაზე ვინ ოხერი მიმიწვევდა. ერთმა ჩემმა მეგობარმა კრემლის აგენტმა შემაპარა დარბაზში.“
3. „კონფერენციას ესწრებოდა 20 ქვეყნის წარმომადგენელი. აშშ-ს წარმომადგენლიც და მე ყველასთან მქონდა სერიოზული საუბარი.“
თარგმანი“
„შევძელი ორიოდე ადამიანი გამომეჭირა და მეთქვა: ‘გამარჯობათ, მე, სხვათა შორის, შევარდნაძის ნათლული ვარ. ძალიან მომეწონა თქვენი გამოსვლა. სამწუხაროდ მეტი ვერ მოვასწარი. ყველას თავისი საქმე ჰქონდა.“
4. გრიგოლიას კითხვაზე, ესაუბრებოდა ის რუსეთის წარმომადგენლებს როგორც ოკუპანტებს თუ როგორც მოკავვშირეებს, ქ-ნ ფქვილოვნამ უპასუხა: „მე ვესაუბრებოდი მათ როგორც სასურველ მოკავშირეებს.“
თარგმანი
„ვესაუბრებოდი, როგორც ჩვენს მომავალ ბატონ-პატრობენს. მათზე უკეთესს ვის შეიძლება დავემონოთ და ფეხქვეშ გავუწვეთ.“ წერს დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 13, 2015 16:20