როგორ გადაარჩინა ამერიკელმა მილიონერმა ათასობით ლტოლვილი… (VIDEO)

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 13, 2015 00:34

როგორ გადაარჩინა ამერიკელმა მილიონერმა ათასობით ლტოლვილი… (VIDEO)

kris-7მან გააკეთა ის, რის გაკეთებაზეც მსოფლიო ლიდერები დღემდე ვერ შეთანხმებულან … მან ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
ყოფილმა ამერიკელმა ფინანსისტმა და მილიონერმა კრისტოფერ კატრამბონმა, 2 წლის წინ 40 მეტრიანი თევზსაჭერი გემი იყიდა და გადააკეთა… მას შემდეგ, მეუღლესთან რეჯინა კატრამბონთან და ეკიპაჟთან ერთად,  თავის გემზე ,,MOAS,,-ზე, უკვე მეორე წელია ხმელთაშუა ზღვაში შვებულებას ატარებს… შვებულებას არა დასასვენებლად, არამედ იმ ათასობით ლტოლვილის გადასარჩენად, რომლებიც სამოქალაქო ომში ჩაფლული და აოხრებული ლიბიიდან თავის დაღწევას ცდილობენ და ზღვაში გასაბერი ნავებით გადიან… საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, მხოლოდ წლევანდელ წელს ლიბიიდან ლტოლვილი 2500 ადამიანი დაიღუპა ზღვაში.
moas-2კრის კატრაბონს, თავისი გემი, სპეციალური სამძებრო-სამაშველო ეკიპაჟით, ექიმებით, სამეშველო ინვენტარით, მედიკამენტებით, საკვებით, თბილი ტანსაცმლით, ორი უპილოტო საფრენი აპარატით (ზღვაზე ლტოლვილთა ნავების აღმოსაჩენად) და ორი სწრაფმავალი კატარღით ყავს აღჭურვილი და ყოველ წუთს მზადაა ზღვაში უბედურებას აარიდოს გამოქცეული მიგრანტები…
როგორც დასავლური მედია აცხადებს, ლტოლვილები ხშირად ლოცულობენ ღია ზღვაში, რომ ისინი ,,MOAS,-მა აღმოაჩინოს… ხოლო დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება კრისს აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან დამატებითი სტიმული მისცა მიგრანტებს გასაქცევად.
ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კრის კატრაბონი, რომელმაც თავის ეკიპაჟთან ერთად 2013 წლიდან დღემდე  10.000-მდე ტოლვილი აღმოაჩინა და უსაფრთხოდ გადაიყვანა სამშვიდობოზე…  აცხადებს, რომ სანამ ფული ეყოფა გააგრძელებს ამ ჰუმანიტარულ მისიას.

www.timer.ge

/იხილეთ 2 ვიდეო/

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 13, 2015 00:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics