,,როგორ არ სწყინდება ამ ხალხს ,,სახელმწიფობანას” უბადრუკი თამაში?!”

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 31, 2015 15:15

,,როგორ არ სწყინდება ამ ხალხს ,,სახელმწიფობანას” უბადრუკი თამაში?!”

მნიშვნელოვანი

  • აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან იტალიაში და სხვა ქვეყნებში გახსნილ წარმომადგებლობებთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმიანება...

სხვა სტატიები

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან იტალიაში და სხვა ქვეყნებში გახსნილ წარმომადგებლობებთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმიანება…
,,აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლების ე.წ. წარმომადგენელმა იტალიაში ,ვინმე მაურო მურჯიამ პროტესტი გამოხატა სოხუმის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი მისთვის ელჩის ადრე მინიჭებული უფლება–მოვალეობების ჩამორთმევის გამო. ვერ ვიტყვი,რომ მსგავსი თემები ჩემი ინტერესის სფეროა,მაგრამ ამ შემთხვევაში აღნიშნული ფაქტისადმი შეხმიანების აუცილებლობა განაპირობა საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, სადაც მურჯიას მიმართ ადმინისტრაციული ღონისძიებების მიზანშეწონილობა კვალიფიცირებულია,როგორც ამ უკანასკნელის მიერ აფხაზეთის სახელით ფინანსური მაქინაციების და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთის მცდელობა. იმის გათვალისწინებით,რომ თვით აფხაზეთის სეპარატისტული ადმინისტრაცია და მასში შემავალი უწყებები დღეისთვის ანტიკონსტიტუციურ და საერთაშორისო კანონსაწინააღმდეგო რეჟიმში ფუნქციონირებენ,ნაკლებად სავარაუდოა მსგავსი პოზიციის გამოხატვა სოხუმმა თავისი ინიციატივითა და არსებული მმართველობის დემოკრატიულობის საჩვენებლად გადაწყვიტა. ჭეშმარიტებასთან გაცილებით ახლოა ის გარემოება,რომ ,მხედველობაში მიიღო რა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს საგარეო უწყების არაერთი პროტესტი სოხუმის სახელით აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მოქმედი ე.წ. წარმომადგენლობებისა და საელჩოების ფუნქციონირების დაუშვებლობაზე, იტალიის ხელისუფლებამ გააფრთხილა სეპარატისტები და, არ გამოვრიცხავ, საკმაოდ მტკივნეულადაც ,,აუწია ყურები”, სოხუმი კი თავის მხრივ შეეცადა იძულებითი უკან დახევა შეძლებისდაგვარად თავის სასარგებლოდ წარმოეჩინა ვიღაც ბუნდოვანი არსების საქმიანობის ,,მკაცრი დაგმობით”! მაკვირვებს–როგორ არ სწყინდება ამ ხალხს ,,სახელმწიფობანას” უბადრუკი თამაში”?!,, აცხადებს თამაზ ხუბუა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 31, 2015 15:15