“როგორც თბილისსა და მთვარეს შორის მიმდინარეობს რკინიგზის მშენებლობა, ისე მიმდინარეობს აფხაზეთთან”

news
ავტ.: news ივნისი 23, 2015 14:57

“როგორც თბილისსა და მთვარეს შორის მიმდინარეობს რკინიგზის მშენებლობა, ისე მიმდინარეობს აფხაზეთთან”

მნიშვნელოვანი

  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, გრიგორი კარასინის ინიციატივაზე, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე, სიახლე არაფერია.

სხვა სტატიები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, გრიგორი კარასინის ინიციატივაზე, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე, სიახლე არაფერია.

ზაქარეიშვილის განცხადებით, ის მიესალმება ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, თუმცა ეს პოლიტიკურად გამართლებული უნდა იყოს.

“საქმის კურსში ვარ, მაგრამ არაფერი ახალი ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის. როგორც თბილისსა და მთვარეს შორის რკინიგზის მშენებლობა მიმდინარეობს, ისე მიმდინარეობს მუშაობა მაგ თემაზე. კარასინი არ არის ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქე და რატომ გვიქმნის ეს ადამიანი დღის წესრიგს ვერ ვხვდები. მომხრე ვარ, რომ პოლიტიკურად გამართლებული ინფრასტრუქტურული პროექტები განხილული იყოს, მაგრამ არაფეირ არ ხდება. მე რკინიგზა არ მეხება. თუმცა ქვეყანაში რაც უფრო მეტი რკინიგზა, ხიდი იქნება, უფრო მდიდარი სახელმწიფო ვიქნებით”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

news
ავტ.: news ივნისი 23, 2015 14:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics