რიჩარდ ნორლანდმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

news
ავტ.: news აპრილი 9, 2015 12:44

რიჩარდ ნორლანდმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

მნიშვნელოვანი

  • "აშშ უერთდება ყველა ქართველს, რომელიც დღეს პატივს მიაგებს იმ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნას. ეს, რასაკვირველია, ძალზედ ტრაგიკული დღე იყო.

სხვა სტატიები

მერიკის შეერთებული შტატები უერთდება ყველა ქართველს, რომელიც დღეს პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპული მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას , – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა, რომელმაც 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად რუსთაველის გამზირზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დემონსტრანტების მხრიდან მსხვერპლი არ იყო ტყუილად გაღებული ვინაიდან საქართველო დღეს დამოუკიდებელი ქვეყანაა.
“აშშ უერთდება ყველა ქართველს, რომელიც დღეს პატივს მიაგებს იმ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნას. ეს, რასაკვირველია, ძალზედ ტრაგიკული დღე იყო. მე მაშინ ვმუშაობდი მოსკოვში, აშშ-ის საელჩოში და კარგად მახსოვს ეს სამწუხარო დღე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მათი მსხვერპლი არ იყო ტყუილად გაღებული – ისინი შეეწირნენ დამოუკიდებელი საქართველოს იდეას, დღეს კი ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი, მტკიცე და წარმატებული ქვეყანაა. დღევანდელი დღე აერთიანებს ყველა ადამიანს და ის კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთიანობას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის იდეის გარშემო”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

news
ავტ.: news აპრილი 9, 2015 12:44

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics