რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მთავრობას სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში დახმარებას დაჰპირდა

news
ავტ.: news ივნისი 15, 2015 15:23 განახლებულია

რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მთავრობას სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში დახმარებას დაჰპირდა

მნიშვნელოვანი

  • საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მთავრობას სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში დახმარებას დაჰპირდა.

სხვა სტატიები

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მთავრობას სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში დახმარებას დაჰპირდა.
ნორლანდი დღეს სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა, დაათვალიერა დაზიანებული ინფრასტრუქტურა და განაცხადა, რომ საელჩო სტიქიის ზონებში მოხალისეებს გაგზავნის.
“სვანიძის ქუჩა ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ადგილია. აქ მდინარეში წყლის დონემ მოიმატა, რამაც სერიოზული ზარალი გამოიწვია, დაიღუპა 5 ადამიანი. ჩვენ კვლავ ვიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის დახმარება სჭირდება მთავრობას. ჩვენ შევთავაზეთ მათ მოხალისეები საელჩოდან. დღეს და ხვალ ჩვენ მოხალისეებს გავგზავნით. თუმცა, მათი ზუსტი რიცხვი დამოკიდებული იქნება იმაზე, რისი საჭიროებაც იქნება. შოკირებულები ვართ ზიანის მასშტაბის გამო. საშინელი სიტუაციაა”, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

news
ავტ.: news ივნისი 15, 2015 15:23 განახლებულია