რიჩარდ ნორლანდი: მნიშვნელოვანია, ამ პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს

news
ავტ.: news მაისი 1, 2015 14:53

რიჩარდ ნორლანდი: მნიშვნელოვანია, ამ პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს

რიგის სამიტის წინ და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ცვლილებების პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს , – ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა უმტკივნეულოდ განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში ჩაიაროს.
“იმ დროს, როდესაც საქართველო არის ევროპულ პროცესში, განსაკუთრებით რიგის სამიტის წინ და აშშ-სთან აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, მნიშვნელოვანია, ამ პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, განსაკუთრებით – თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტრატეგიულ პარტნიორობაში. ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ შეიძლება ამ პროცესმა ვერ ჩაიაროს უმტკივნეულოდ. ველით, რომ ასეც იქნება და პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის”, – განაცხადა ნორლანდმა.
მისივე თქმით, აშშ სრულად სცემს პატივს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესს.
“შესანიშნავი ურთიერთობები მქონდა იმ მინისტრებთან, რომლებიც ტოვებენ პოსტებს. ამ სამინისტროებთან მომავალშიც ჩვენი ურთიერთობა იქნება ნაყოფიერი და კონსტრუქციული”, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

news
ავტ.: news მაისი 1, 2015 14:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics