რეჯეფ ტაიპ ერდოღანი “შარლი ჰებდოს” ზიზღისა და რასიზმის გაღვივებაში ადანაშაულებს

თურქეთში ვადამდელი არჩევნები 1 ნოემბერს დაინიშნა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი სატირულ ფრანგულ ჟურნალს, “შარლი ჰებდოს” აკრიტიკებს და გამოცემას ზიზღისა და რასიზმის გაღვივებაში ადანაშაულებს.

“ეს ჟურნალი ცნობილია თავისი პროვოკაციული მასალებით მუსლიმებსა და ქრისტიანებზე. რასაც ისინი აკეთებენ – ეს არის რასიზმისა და ზიზღის გაღვივება. ეს არ არის თავისუფლება. ეს ნიშნავს ტერორსა და სხვა ადამიანების პირად სივრცეში შეჭრას. უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს უსაზღვრო თავისუფლება”, – განაცხადა დღეს ერდოღანმა.

მისივე თქმით, ასეთი პროვოკაციები კანონით უნდა დაისაჯონ. პრეზიდენტის აზრით, მუსლიმებს უფლება აქვთ მოითხოვონ ისეთივე პატივისცემა წინასწარმეტყველ მუჰამედისადმი, როგორც თავად სცემენ პატივს იუდაისტურ და ქრისტიან წინასწარმეტყველებს. “მათ შეუძლიათ იყვნენ ათეისტები, მაგრამ ამავდროულად, პატივი უნდა სცენ იმას, რაც ჩვენთვის წმინდაა”, – განაცხადა ერდოღანმა.

წინა სტატიაშიაქცია – “არ გადასცე მიკაილ კადიევი რუსეთს” გაიმართება
შემდეგი სტატიაგიუმრის მერი – არ არის საჭირო რუსეთ-სომხეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა